სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2021
ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისათვის.

მოეწყობა ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება.შეიცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოედნის დასრულებული პროექტი ბორჯომის მერიას გადასცეს. პროექტი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის, სასპორტო სკოლისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.


NS.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია