სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გახსნა.

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2021
დღეს 9 მაისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მარკირებული, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენითაა შესაძლებელი.

ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა: მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი ბილიკი, რეაბილიტირდა 19 კმ სიგრძის ბილიკი, საჭირო ინფრასტრუქტურით, მთა შუანოსთან კი 12 ვიზიტორზე გათვლილი, ტურისტული კოტეჯი.

ნეძვის ბილიკის მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ჯამური ინვესტიციის ოდენობამ 230 000 ლარი შეადგინა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების ძირითადი მიმართულებებია დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რეინჯერების განათლებისა და სათანადო აღჭურვის ხელშეწყობა, ეკო-ტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და საზოგადოების ინფორმირება დაცული ტერიტორიების შესახებ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია