სამცხე-ჯავახეთი
ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ რიცხვს მიაღწია - საიდან რიცხავენ ფულს საქართველოში?
ეკონომიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
19 ნოემბერი 2021
საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის
ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,
გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში
გზავნილების სახით $206.7 მილიონი
შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.
ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის
გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. ქვეყნებს
შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც $337 მილიონი
გადმოირიცხა, მეორე ადგილზე $316 მილიონით იტალიაა, მესამეზე კი $234
მილიონის გზავნილებით აშშ იმყოფება.
საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნების რეიტინგი:
1. რუსეთის ფედერაცია - $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან
16%
2. იტალია - $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ - $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
4. საბერძნეთი - $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი - $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
6. გერმანია - $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
7. თურქეთი - $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%
8. უკრაინა - $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
9. აზერბაიჯანი - $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
10. ესპანეთი - $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან
17%
11. ყაზახეთი - $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%
12. საფრანგეთი - $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%
13. პოლონეთი - $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
14. ყირგიზეთი - $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%
15. კანადა - $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%
16. გაერთიანებული სამეფო - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან
17%
17. ირლანდია - $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
18. კვიპროსი - $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%
19. სომხეთი - $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.0 მილიონი, მატება წინა
წელთან 20%.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე
დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის
ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს
მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების
გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე
იქნებოდა.