სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია - მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2021
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია.

"ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას", - განაცხადა მდინარაძემ.

"არათუ დაპირისპირება, პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას და ამ პოზიციაში ძალიან მყარი ვარ, "ქართული ოცნების" გუნდი ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი, მყარი გადაწყვეტილებებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, დამოკიდებულებებში ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა მდინარაძემ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია