სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაიყინა მთლიანად ბორჯომი, გავიყინეთ ჩვენც" - ახლობლების თანაგრძნობა ლუკას ოჯახს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2022
უკვე მეორე დღეა, სოციალურ ქსელში არაერთი ტექსტი ქვეყნდება, ბორჯომში გარდაცვლილი მეთორმეტეკლასელის ოჯახის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად. პედაგოგები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები, ყველა მის შესახებ წერს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ციტირებას.



"პატარა ქალაქის დიდი ტკივილი...... გაიყინა მთლიანად ბორჯომი, გავიყინეთ ჩვენც. უფალო, გამძლეობა მიეცი შენს მშობლებს".



"როცა სიტყვები უძლურია...."როცა სიტყვები უძლურია.... ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს, ჩემს კოლეგებს და ბორჯომის საზოგადოებას".


"როგორ უნდა მოინელო ეს მოუშუშებელი ტკივილი. ტირის ბორჯომი და ტირის ჩემი გული. სიტყვები ზედმეტია! ბოლო ზარზე გაუშვა შვილი და უკან ვერ დაბრუნდეს... ღმერთო, რატომ, რატომ?! და ეს უკვე მერამდენე დედა გამწარდა... უფალო შეიბრალე.... სამძიმარს ვუცხადებ ჩემს ბორჯომელებს, გაუბედურებულ დედ-მამას, ოჯახს, მის მეგობრებს და ახლობლებს".


შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში გუშინ, 20 მაისს, სოფელ ლარებთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანაში ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან
მეთორმეტეკლასელი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. თუმცა, დღის ბოლოს მათ სამედიცინო ცენტრი დატოვეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია