სამცხე-ჯავახეთი
სოფელ სულდაში სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 ივნისი 2022
დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00
საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში,სატვირთო
ავტომობილი, რომელსაც
საერთაშორისო
ტვირთი გადაჰქონდა, 7 წლის გოგონას დაეჯახა.
დაშავებული ბავშვი, მშობლებმა საავადმყოფოში თავად
გადაიყვანეს.
გოგონას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა მოზარდს სასწრაფო
დახმარების ავტომობილით თბილისში გადაიყვანენ.
სულდის ცენტრში შეკრებილი მამაკაცები ამბობენ, რომ სატვირთოები
სოფელში ყოველთვის დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან. ისინი ჩივიან, რომ
ფეხით მოსიარულეებს საფრთხე ყოველდღე ექმნებათ. ინფორმაციას
jnews.ge ავრცელებს