სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის ანგარიშს წარუდგენს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2022
22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება.
ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ კი გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.


პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარუდგინა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია