სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლარი გამყარებას განაგრძობს - როგორ იცვლება გაცვლითი კურსი მეზობელ ქვეყნებში

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივლისი 2022
ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გამყარდა. ერთ კვირაში (28 ივნისი - 05 ივლისი) ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2%-ით გამყარდა და დღეს კურსი 2.8762-ია. ერთი თვის განმავლობაში ლარი 3.18%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 6.89%-ითაა გამყარებული.

ერთკვირიან ინტერვალში მცირედით, 0.21%-ით, მაგრამ მაინც გამყარდა სომხური დრამიც და 407.52-იან ნიშნულზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე დრამი 15.12%-ითაა გამყარებული.

ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს აზერბაიჯანული მანათი და კვლავ მყარად, 1.70-იან ნიშნულზეა.

ერთი კვირის განმავლობაში გაუფასურდა რუსეთის და თურქეთის ეროვნული ვალუტები. აქედან, რუსული რუბლი 3.22%-ით, ხოლო თურქული ლირა 1.05%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლი 2.17%-ით, ლირა კი 25.12%-ითაა გაუფასურებული.

ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 28 ივნისსა და 5 ივლისს (ეროვნული ბანკების მონაცემები):

ქართული ლარი: $1=2.9349 ლარი - $1=2.8762 ლარი;
სომხური დრამი: $1=408.39 დრამი - $1=407.52 დრამი;
აზერბაიჯანული მანათი: $1=1,70 მანათი - $1=1,70 მანათი;
თურქული ლირა: $1=16.62 ლირა - $1=16.79 ლირა;
რუსული რუბლი: $1=53,36 რუბლი - $1=55,09 რუბლი.


წყარო:interpressnews.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია