სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 90 000-მდე პირს მოემსახურება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, თავად გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია