სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2022
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადგილობრივ დონეზე ქართული ენის შესწავლას უკავშირდება.


„ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ასევე, ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.


ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით შეხვედრებში ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი იღებს მონაწილეობას.


„ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ვეცნობით იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. ერთ-ერთი გამოწვევა სახელმწიფო ენის შესწავლაა. მნიშვნელოვანია პარლამენტის ჩართულობა აღნიშნული გამოწვევის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.


თემატური მოკვლევა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია