სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ,,თებე-ლენდი" გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2022
დღის ცენტრი ,, თებე’’-ს ახალი პროექტის ,,თებე-ლენდის" ფარგლებში, შეიქმნა სანერგე მეურნეობა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით, მოხდა ნერგების გამოყვანა. პროექტის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი სანერგე-მეურნეობის შექმნისა და შემდგომ აქტივობებში ჩართვის გზით. ასევე პროექტი თავისი შინაარსით სარგებლის მომტანია ბორჯომში ხანძრის მიერ დაზიანებული ტყის საფარისთვის.

პროექტის ყველა აქტივობა განხორციელდა ,,თებეს" დღის ცენტრის თანამშრომლებისა და ცენტრით მოსარგებლეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვების ჩართულობით. ცენტრის ბენეფიციარები და თანამშრომლები ჩართულები იყვნენ ნერგისა და ახალგაზრდა ხის მოვლის ტრენინგში. გარდა ამისა, ცენტრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური მეთოდისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ.
ბორჯომში ,,თებე-ლენდი" გაიხსნის ღონისძიებას სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლებბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია