სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩამოვარდნილ ვერტმფრენში გარდაცვლილი რვა ადამიანის ვინაობა ცნობილია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს გარდაიცვალა. მათი ვინაობა მედიისთვისაც ცნობილია.

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. ვერტმფრენის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.


ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია და მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი






ეკიპაჟის წევრები: დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი






ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი






მაშველები: გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა





გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და ფეხზე დაზიანება აღენიშნება და თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.


საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.


ტელეკომპანია "ბორჯომი" სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია