სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა დაუჯდა მერიას ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2022
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კასკადის კონსტრუქცია იმავე მასალითა და ვიზუალით განახლდა, რაც ისტორიულად არსებობდა.

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, კი ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით 33 000 000 ლარს შეადგენს.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, შპს გრინსერვის+-მა შეასრულა.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ცნობისთვის, მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ლი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა. მეორე ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა. მიმდინარე ტენდერი ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გასული წლის აგვისტოში მესამედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, დღეს ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული ორი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაზიანდნენ. დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა.

წყარო:bpn.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია