სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იგეგმება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2022
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი არ არის, ბუნებრივი გაზის სექტორში კი, ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს, თუმცა, მისივე განმარტებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს არის, ტარიფები არც ამ მიმართულებით შეიცვლება.

„2021 წელს ენერგეტიკის სექტორში ტარიფები არ გადახედილა, ტარიფები არ გაზრდილა. 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებდა ეს ტარიფები, თუმცა, ჩვენ ე.წ. დროებითი ტარიფები კვლავ გავაგრძელეთ. როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო წელს ბაზრის გახსნაა დაგეგმილი, ბაზრის გახსნამდე კი დროებითი ტარიფები რაც აქამდე მოქმედებდა მომდევნო წლის გაზაფხულამდე იმოქმედებს. ამიტომაც, ამ შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში არ გველოდება ცვლილება. რაც შეეხება ბუნებრივი გზის სექტორს, ჩვენ გვქონდა დადგენილი 3-წლიანი ტარიფები, რომლის ვადა მთავრდება 2022 წლის ბოლოს, თუმცა, რაიმე სახის არსებით ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს გვაქვს. ასევე, გრძელვადიანი ხელშეკრულებაა ბუნებრივი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუ ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნდება დეკემბრის თვეშიც, როდესაც ახალი პარამეტრები უნდა დავადგინოთ, ზრდა მოსალოდნელი არ იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.

წყარო: www.interpressnews.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია