სამცხე-ჯავახეთი
"მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება, ვაგრძელებთ ვიზიტორების მიღებას" - მუზეუმის დირექტორი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 ოქტომბერი 2022
ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე
ჩამოცვენილი ქვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუზეუმის დირექტორის განცხადებით,
ქვათა ცვენა დღეს დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყო, ამის მიზეზი კი
წუხელ მოსული უხვი ნალექი გახდა.
"სერიოზული დაზიანება არ არის, მუზეუმს საფრთხე არ
ემუქრება, ვაგრძელებთ მუშაობას და ვიზიტორების მიღებას"
- განაცხადა ილია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, ვარძიის შესავლელში ლოდები დღეს დილის რვა საათზე
ჩამოცვივდა და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.
წყარო: "მეცხრე არხი"
ამავე თემაზე:
დღეს დილით ვარძიის შესასვლელში ლოდები
ჩამოცვივდა