სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ოქტომბერი 2022
შინაგან საქემთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი.

2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ადამიანი სხვა ქვეყნებს შორის აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მეორე ადგილზე იყო რუსეთი 163 316 ადამიანით.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ყაზბეგის გამშვები პუნქტით შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებდა შინაგან საქმეთა მინისტრიც, თუმცა ამბობდა, რომ ამაში საფრთხეს ვერ ხედავდა.

წყარო: რადიო თავისუფლება
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია