სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ხდება ლიკანში კორპუსის მიმდებარედ - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2022
ასეთი ვითარებაა დღეს, 23 ოქტომბერს ლიკანში, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს. ტერიტორია არის შემოსაზღვრული და კორპუსში შესვლის უფლება არავის აქვს.













ლიკანში არსებულ მრავალბინიან კორპუსს, სამხარაულის ბიუროს მიერ ექსპერტიზა ხვალ ჩაუტარდება. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, 70 ადამიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებშია გადაყვანილი, ისინი იქამდე დარჩებიან სასტუმროებში, სანამ ექსპერტიზის შედეგი არ იქნება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულ მოსახლეობას.














კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 75 წლამდე ქალი, რომლის სახლშიც მოხდა სავარაუდოდ გაზის აალება. ის თავდაპირველად ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლეოდნენ. დაშავებული ქალი გუშინ გარდაიცვალა. მისი ცხედარი ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს.



ამავე თემაზე:

ბორჯომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია