სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილის მოწამვლის საკითხს პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2022
სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, ოჯახისა და ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა.

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ"
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები - ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი. ამის შესახებ სამედიცინო დასკვნაში წერია, რომელზეც მუშაობა ორი დღის წინ ცენტრმა "ემპათიამ" დაასრულა. ინფორმაცია გუშინ, 19 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელა.

"არსებობს საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები და ელემენტები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ბიოფსიური კვლევის შედეგად, აღმოჩენილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია