სამცხე-ჯავახეთი
ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ფართი დაიწვა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 იანვარი 2023
გუშინ, 8 იანვარს, ლიკანში, დევნილთა
საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდო ინფორმაციით,
დამწვარია ერთ-ერთ ბინაში ოთახი თავისივე ავეჯით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტელეკომპანია "ბორჯომს"
განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,
რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით,
აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. რამ გამოიწვია
ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს.