სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2023
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. ამის შესახებ თურქეთის მედიასაშუალებები და სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყებიან. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის მახლობლად მდებარეობდა.


წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია