სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 მარტი 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის
ჩათვლით,
უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი
გამოავლინეს; მათ შორის, 258 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი, საამქროების მიერ ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118
ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ
სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების
მიერ, დამატებით 70 ოქმი შედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 44
სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, იმერეთში - 25,
სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლში - 8, აჭარაში - 7,
მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2 და გურიაშიც 2
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 45 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.