სამცხე-ჯავახეთი
საქართველოში ბავშვების 28%-ში ჭარბი წონა აღინიშნება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 მაისი 2023
ბავშვთა ასაკის სიმსუქნის
ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში
ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა, ხოლო 11% მსუქანია.
ამავე კვლევის თანახმად, ბავშვებში ხილის და ბოსტნეულის მოხმარების
მაჩვენებელი დაბალია.
„ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის
კვლევის მიხედვით, ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა (ბიჭების
30% და გოგონების 26%), ხოლო 11% მსუქანია. დაბალია ხილის და
ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი",- აღნიშნულია ინფორმაციაში,
რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.