შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 18.03.2020 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, 20 მარტს სინოდის სხდომაა დაგეგმილი. სავარაუდოდ, დღის წესრიგში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა განიხილება. სინოდის სხდომა 20 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია, მიიღებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რაიმე სახის ცვლილებას ზიარების წესში. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელების გამო შექმნილ მდგომარეობაზე იქნება საუბარი. ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ, 14 მარტს, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რამდენიმე რეკომენდაციით მორწმუნეებს მიმართა, თუმცა ცვლილებები არ შეხებია ზიარების წესს, რომლის მიხედვითაც, მორწმუნეები ერთი კოვზიდან ეზიარებიან. ამ დროისათვის, პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურების აღვლენის წესში ცვლილებები თითქმის ყველა კონფესიამ მიიღო. მათ შორის, ოფიციალური განცხადებებით, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, მუსლიმურმა თემმა, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია