შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მარტი 2020
ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება მთავარი → სიახლე, შემთხვევა 20.03.2020 ნინოწმინდის და ბავრას შემდეგ, ადგილობრივებმა დახოცილი თევზი სოფელ თორიას ტბაშიც აღმოაჩინეს. რა იწვევს ჯავახეთის ტბებში თევზის მასობრივ განადგურებას 11 დღის შემდეგაც უცნობია. თორია, რიგით მესამე ტბააა, სადაც ბოლო პერიოდში მკვდარი თევზები გამოირიყა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თევზების დახოცვის მიზეზი შესაბამისმა უწყებებმა დროულად უნდა დაადგინონ.ჯავახეთში დახოცილი თევზი პირველად ახალქალაქში, სოფელ ბავრას ტბაში აღმოაჩინეს. შემდეგ კი ნინოწმინდასთან მდებარე წყალსაცავში, ბოლოს კი თორიაში.ბავრაში თევზის დახოცვის მიზეზს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდამცველები სწავლობენ. სინჯები აიღეს ნინოწმინდასთან მდებარე წყალსაცავიდანაც, თუმცა ჯერ პასუხი ცნობილი არ არის, მას შემდეგ კი ცხრა დღე გავიდა.ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყლებს, სადაც თევზი იხოცება სარწყავად და პირუტყვის სასმელად იყენებენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია