შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1 დოლარი 3.45 ლარი, 1 ევრო - 3.74 - ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
1 დოლარი 3.45 ლარი, 1 ევრო - 3.74 - ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 24.03.2020 ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს, 24 მარტს, 1 დოლარი 3.45 ლარი ღირს, 1 ევრო კი 3.74 ლარი. ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 21 თეთრით, ევროსთან კი 30 თეთრით გაუფასურდა. უფრო მაღალია კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების კურსი, სადაც 1 დოლარი 3.50 ან 3.60 ლარი დაგიჯდებათ. ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებს და იმედს გამოთქვამს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია