შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2020
‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 20.05.2020 საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაცული უნდა იყოს დისტანცია იმდენად, რომ არ მოხდეს ინფექციის პირდაპირი გავრცელება - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა. ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას ურჩევს, თავი შეიკავონ ტრანსპორტით გადაადგილებისგან იმ შემთხვევაში, თუ მათ დიდი მანძილი არ აქვთ დასაფარი.„მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია