შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო ზარი დისტანციურად

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2020
ბოლო ზარი დისტანციურად მთავარი → სიახლე, განათლება 20.05.2020 დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა. პანდემიის გამო, ვერც სკოლის ეზოებში შეიკრიბნენ და ვერც ღონისძიება გამართეს. სწავლის დასრულების ბოლო დღეც ისეთივე იყო, როგორც მეორე სემესტრი. ყველაფერი დისტანციურად, „თიმსის“ პროგრამაში. ახალციხის ყველა სკოლაში დღეს, 20 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. სკოლების უმრავლესობაში მოსწავლეებს დისტანციურად დაემშვიდობნენ. პანდემიამდე, ახალციხის მეხუთე სკოლის კურსდამთავრებულს, თეონა დალალიშვილსა და მის თანაკლასელებს ამ დღისთვის განსაკუთრებული გეგმები ჰქონდათ. მაშინ არ იცოდნენ, რომ „ბოლო ზარი“, როგორც სკოლის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება არ ექნებოდათ. იმის გამო, რომ ქვეყანაში ღონისძიებებსა და შეკრებებზე შეზღუდვა მოქმედებს, თეონას ოჯახის წევრებმა „ბოლო ზარი“ სახლში მოუწყვეს, თეთრ მაისურზე კი თანაკლასელების ნაცვლად, წარწერები ახლობლებმა გაუკეთეს. „ჩემთვის სურპრიზი იყო, არ ველოდი. ბებიასთან წავედი და იქ დამხვდნენ ჩემი ნათესავები და ახლობლები. მომიწყეს ოჯახური ბოლო ზარი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი გახდა ის მაისური, რომელზეც ოჯახის ყველა წევრმა დააწერა სურვილები“, - ამბობს თეონა.თეონას მსგავსად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლა დღეს 88 მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.პროგრამა „თიმსის“ საშუალებით დაირეკა დღეს „ბოლო ზარი“ ახალციხის მეექვსე სკოლაშიც.„ისეთივე ბოლო ზარი გვქონდა დაგეგმილი, როგორიც სხვებს და დავიწყეთ კიდევ მომზადება, დაგეგვმა, თუმცა ეს პანდემია მალევე დაიწყო. იმედია, შეზღუდვები რომ მოიხსნება, მაშინ მაინც შევძლებთ შეკრებას და ერთად სადმე წასვლას“, - ამბობს მეექვსე სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ჩილინგარაშვილი.გამოცდების მოახლოებასთან ერთად, ისიც ნერვიულობს და ჯერ ზუსტად ვერ გადაწყვიტა რომელ ფაკულტეტზე ჩააბარებს.2019-2020 სასწავლო წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლა 430-მდე მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია