შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთის საკარანტინო ზონებში COVID-19–ზე 259 მოქალაქეს აკვირდებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
სამცხე-ჯავახეთის საკარანტინო ზონებში COVID-19–ზე 259 მოქალაქეს აკვირდებიან მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებით, საკარანტინო ზონებში 259 პირი იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაში აღარავინაა. 21 მაისის მონაცემებით, ახალციხისა და ბაკურიანის საკარანტინო ზონებში სულ 259 მოქალაქეა მოთავსებული, აქედან 61 ახალციხეში მდებარე სასტუმრო „გრანდ პალასში“, ხოლო დანარჩენი ბაკურიანში მდებარე ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.ამ დროისათვის რეგიონში თვითზიოლაციაში არავინაა.სამცხე-ჯავახთის საკარანტინო ზონებმა 1700-მდე პირი მიიღო.21 მაისის მონაცემები, stopcov.ge-ზე ასეთია:კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 721მათ შორის გამოჯანმრთელებული - 485მათ შორის გარდაცვლილი - 12კარანტინის რეჟიმში - 3 519სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია