შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 21 მაისს კათოლიკური სამყარო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. მესხმა კათოლიკეებმა ამ დღეს ტრადიციულად, თურქეთის საზღვართან მდებარე ბუზმარეთის ეკლესია მოილოცეს. წირვა ღია ცის ქვეშ, ეკლესიიდან მოშორებით აღევლინა, რადგან მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეებს ტაძარში ან ტაძრის ეზოში წირვის აღვლენაზე უარი უთხრეს. ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქრთველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან. ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.გასულ წლებში, მრევლი ამაღლების სადღესასწაულო წირვას სასაზღვრო ზოლის შიგნით მდებარე ტაძართან აღავლენდა. თუმცა წელს იმ მიზეზით, რომ „საზღვარი დაკეტილია“, წირვა საზღვრის გარეთ არსებული ტაძრის მიმდებარედ აღევლინა. მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეებს, არც ტაძარში და არც მის ეზოში წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს. მსახურება ტაძრიდან მოშორებით, ღია ცის ქვეშ კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მან მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა და აღიშნა, რომ ყველა ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა თავის და სხვის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.„გუშინ გადავწყვიტე მესხეთში ჩამოსვლა, მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ნიშანი ჩვენი ერთად ყოფნისა. კორონავირუსის შეზღუდვების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბევრ ხალხთან ერთად ტარდება წირვა. როცა დავწერე მეოთხე დეკრეტი, ვთქვი, რომ მრევლთან ერათად დაიწყება წმ. წირვის აღვლენა, მაგრამ ხალხს, აქვს პასუხიხმგებლობა. პასუხისმგებლები ვართ, როგორც ჩვენი რწმენის, ასევე ჩვენი ჯანმრთელობისა“, - განმარტა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ. ლიტურგიაზე მასთან ერთად, კათოლიკე ეკელსიის მოძღვრები და უდის, არლის, ვალისა და ახალციხის მრევლი იმყოფებოდა.ტაძართან მობილიზებული იყვნენ სამართალდაცველებიც. ისინი ლიტურგიის განმავლობაში მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ქრისტიანები ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავენ. საეკლესიო სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია