შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

31 ივლისს მესხეთის თეატრის ეზოში სპექტაკლი გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020
31 ივლისს მესხეთის თეატრის ეზოში სპექტაკლი გაიმართება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 29.07.2020 31 ივლისიდან მესხეთის დრამატული თეატრი ღია ცის ქვეშ სპექტაკლების ჩვენებას იწყებს. რაფიელ ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მაყურებლები თეატრის ეზოში იხილავენ. "კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მესხეთის თეატრი 31 ივლისს თეატრის ღია სივრცეში (ეზო) გამართავს სპექტაკლს რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (რეჟ. კახა გოგიძე). გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების წესები", – ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ გფანცხადებაში.მათივე განმარტებით, სპექტაკლი 21:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 4 ლარია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია