შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძის მუნიციპალიტეტში ელექტორენერგიის მიწოდება აღდგა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020
ასპინძის მუნიციპალიტეტში ელექტორენერგიის მიწოდება აღდგა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 29.07.2020 ასპინძაში და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. "ენერგო–პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ დენის გარეშე დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გუშინ, ასპინძაში და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია 19:00 საათზე გაითიშა.„ენერგო–პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, რომ ძლიერმა ქარმა ანძები დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. „სტიქიამ დააზიანა დენის ბოძები, ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ჩვენი ჯგუფი ღამის 3 საათმდე მუშაობდა და სრულად აღადგინეს დენის მიწოდება, დარჩა მთაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი. ახლაც აგრძელებენ მუშაობას და უახლოეს პერიოდში მათაც მიეწოდება ელექტროენერგია“, – აცხადებენ კომპანიაში.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია