შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
ახალციხეში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 30.07.2020 დღეს, 30 ივლისს, ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელთან "მერსედესის" მარკის მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, რომ დაშავებული კონტაქტურია და მას კვლევები უტარდება.მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია