შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 30.07.2020 დღეს, 30 ივლისს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა მარინეს ხსენების დღეს ზეიმობს. რაბათში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. "დღეს აღინიშნება წმინდა ქალწულმოწამე მარინეს დღე, ჩვენი ტაძარი არის მის სახელზე აგებული და განსაკუთრებული ზეიმია ჩვენს ქალაქში. ეს არის უდიდესი წმინდანი, რომლიც მე–4 საუკუნეში მოღვაწეობდა იგი აწამეს იმიტომ, რომ ქრისტიანი იყო და არ დათმო რჯული. შეგვეწიოს ყველას მისი მადლი" – ამბობს დეკანოზი გიორგი ქურდაძე. მისი თქმით, წმინდა მარინეს ეკლესიაში წირვა–ლოცვა 1980 წლიდან აღგა: "სამწუხაროდ კომუნისტების დროს ტაძარი იყო ტყვია–წამლების შესანახად გადაკეთებული, შემდეგ რაიკავშირის საწყობად. გასული საუკუნის 80–იან წლებში დეკანოზი სტეფანეს ძალისხმევით გაიხსნა, მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება საზეიმო–წირვა".საეკლესიო ცნობების მიხედვით, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეა მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა.ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია