შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 30.07.2020 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდება. უნივერსიტეტმა ტენდერი 77 450 ლარზე გამოაცხადა. რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, ლიფტის დამონტაჟების შემდეგ უნივერსიტეტის ორივე კორპუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება. „უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის სრულად ადაპტირებულია. გასულ წელს მეორე კორპუსის ნულ სართულზეც დამონტაჟდა ლიფტი. ახლა კი, ტენდერის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ეტლით მოსარგებლეებისთვის ორივე შენობა ადაპტირებული იქნება“ – ამბობს მაკა ბერიძე.ახალციხის უნივერსიტეტმა ლიფტის დამონტაჟებაზე ტენდერი 29 ივლისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 7 აგვისტოს დაიწყება. [რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია