შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2020
ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.08.2020 რუსეთ – საქართველოს ომიდან 12 წლის თავზე, ახალციხეში, ომში დაღუპულთა მემორიალი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივებმა, საეკლესიო პირებმა ყვავილებით შეამკეს. დღეს, 8 აგვისტოს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ცენტრალურ პარკში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 12 წლის წინ 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს. ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა გარდაცვლილთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა. „12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ გავიხსენეთ ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს, სწორედ ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის შესწირეს თავი და უფლება არ გვაქვს ეს ადამიანები არ გვახსოვდეს და მათი ოჯახები დავივიწყოთ", – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დავით ფეიქრიშვილის განცხადებით სამშობლოსთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. „ამ ომმა ის დაგვანახა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მართალია დავკარგეთ ჯარისკაცები, მაგრამ რუსეთმა იგრძნო ქართული შეიარაღებული ძალების ძალა, რომ ქართველ კაცს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ მტერს. სანამ ერთი ქართველი კაცი მაინც იარსებებს დედამიწაზე არცერთ გოჯ მიწა–წყალს არ დავთმობთ", – თქვა დავით ფეიქრიშვილმა. სამცხე–ჯავახეთში 2008 წლის აგვისტოს ომში 7 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ახალციხიდან, სამი ადგიგენიდან, ერთი ასპინძიდან და ერთიც ახალქალაქიდან იყო. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია