შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში, ავარიის შედეგად დაშვებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2020
ბორჯომში, ავარიის შედეგად დაშვებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 08.08.2020 ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი, დღეს, 8 აგვისტოს გარდაიცვალა. მას ბარძაყისა და მხრის ძვლის მოტეხილობების ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდგომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 36 წლის ქალი, ავარიის შემდეგ ჯერ ბორჯომის კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ, კატასტოფის ბრიგადის მეშვეობით, თბილისი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში განგვიმარტეს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა, ხოლო, დღეს 8 აგვისტოს შუადღის 15:00 საათზე გარდაიცვლა.„ახალგაზრდა ქალი ჩვენთან პირველ აგვისტოს შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით. იყო თავის ტვინის შეშუპეპა, პაციენტი გახლდათ კომატოზურ მდგომარეობაში, დაზიანებული ჰქონდა ასევე ძვლოვანი სისტემა, ჰქონდა ასევ ტრავმული შოკი. ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ასევე თავის ტვინის შეშეპების გამო ორმხრივი დეკომპრესული ტრეპანაცია, თუმცა პაციენტი რჩებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, დინამიკაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, იყო ატონიური კომა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობებისა, სამწუხრაოდ დღეს, სამ საათზე ბიოლოგიური გარდაცვალება დაფიქსირდა“,– გვითხრა თბილისისი ცენტრალური საავდამყოფოს რეანიმატოლოგმა, რუსუდან ოსაძემ. ბორჯომში, ლიკანის დასახლებასთან ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის მანქანა პირველ აგვისტოს შეეჯახა.შეჯახების შედეგად დაზიანებები 12–მა მგზავრმა მიიღო. [ნუკა სტეფნაძე ]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია