შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 გადამწვარი სახლები, დაზიანებული ავეჯი და ავტომანქანები – რას უკავშირებენ ადგილობრივები რვა აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებას. ახალქალქალაქში, სადაც გუშინ, რვა აგვისტოს დაპირისპირება მოხდა და 27 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ახლა სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალამცველები აკონტროლებენ.ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის დაპირისპირება ოთხი წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.„ოთხი წლის წინ გულიკამელებმა ახალქალაქში, სამველ გაბრიელიანის სასტუმროში ნომრები დაჯავშნეს, გაბრიელიანმა უთხრა, რომ ჩემი სასტუმრო არ მუშაობსო, ამის გამო შეაგინეს და კონფლიქტიც დაიწყო, სავარაუდოდ მაშინდელ მომხდართან კავშირშია გუშინდელი ჩხუბიც“, – ამბობს გაბრიელიანის სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები. მისი თქმით, სახლების გადაწვა გულიკამელებმა 27 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს.„100 კაცი მაინც იყო, ხელკეტებით შეიარაღებულები, კარს და ფანჯრებს ამტვრევდნენ და ხანძარს აჩენდნენ, ვერავინ ეკარებოდა, ყვიროდნენ, ბავშვები და ქალები გამოიყვანეთ და გადაწვით ყველაფერიო. სამზარეულოში გაზის მილი გადაჭრეს და იქიდან გააჩინეს ხანძარი“, – ამბობენ ადგილობრივები.ახალქალაქში მცხოვრები იური ჰაკოფიანი ამბობს, რომ სახლში იყო, როცა სროლის ხმა გაიგო, გართ გამოსულმა დაინახა, რომ დაპირისპირება ქალაქის ცენტრალურ პარკში ხდებოდა.„საღამოს გავიგე ორი გასროლის ხმა, გარეთ რომ გამოვედი ბევრი ხალხი იყო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ გულიკამიდან იყვნენ ახალქალაქელებთან დაპირისპირება ჰქონიათ და სასტუმრო დააზიანეს. გულის არეში დაჭრეს ბიჭი, მერე დაიწყო არეულობა დაიარეს სასტუმროს ნათესავების სახლებში და დაანგირეს და გადაწვეს ყველაფერი, ავეჯი გადააყირავეს, ყველაფერი აურიეს“, –ამბობს ადგილობრივი იური ჰაკოფიანი.ერთ–ერთი დაზარალებული მარინე ზარარიანი ამბობს, რომ მათი სახლი იმიტომ გადაწვეს, რომ მისი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა."სახლში ვიყავით, გაგვაგებინეს, რომ ჩვენი სახლის დასარბევად მოდიოდნენ, ყველა გამოვცვივდით და სახლში ჩემი ორსული რძალი დარჩა. მან დაინახა როგორ ისროდნენ ქვებს, რომ ფანჯრები ჩაელეწათ, კარ–ფანჯარას ურტყამდნენ რკინის კეტებს, ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ, სახლში ყველაფერი განადგურებულია. ჩვენ სასტუმროს მეპატრონის ახლობლები არ ვართ, უბრალოდ ჩემი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა. პოლიციაც იქ იყო და ვერაფერი გააკეთეს, პოლიციას ვუთხარით გვიშველეთო და მიპასუხა ჩვენ ვერ ჩავერევითო", – ამბობს მარინე ზარარიანი.გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო. დაზიანებულია ავტომანქანებიც.დღეს, ცხრა აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარის გამო, 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია