შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. "ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, დაორგანიზდა ჯგუფური ძალადობა და რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები პოლიციის არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი. რამდენიმე დაშაქვებულია ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ბუნებრივია გამოძიება ცოცხალი რეჟიმია და ბუნებრივია 24 საათში ვერ დასრულდება, გამოძიებას სჭირდება შესაბამისი დრო" - აღნიშნული განცხადება ვლადიმერ ბორცვაძემ ახალქალაქში გააკეთა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია