შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში ამ დროისთვის საზეიმო წირვა – ლოცვას, ქვეყნის პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია შეუერთდა. მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლობაც.„ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა გიორგი გახარიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია