შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2020
ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო მთავარი → სიახლე, სამართალი 08.08.2020 ახალქალაქში, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ფაქტზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, შსს–მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ცენტრალურ პარკთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე და 236 მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილებით დაიწყო. მათგან 108–ე მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.236 მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილები კი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. "ჯერ–ჯერობით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", – განმარტავენ შსს–ში "სამხრეთის კარიბჭესთან".სავარაუდოდ, დამწვარია ოთხი შენობა. ადგილზე მობილიზებულია სახანძო–სამაშველო სამსახური. მათგან ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ამ დრომდე ელოდება. ახალქალაქში დაპირისპირება დღეს, 8 აგვისტოს მოხდა. ჩხუბისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია