შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ რვა აგვისტოს გულიკამის მცხოვრებლებმა ახალქალაქის შესასვლელში ზარარიანების სავაჭრო ჯიხურიც დაწვეს. ინციდენტში მონაწილე პირებმა ახალქალაქში მცხოვრები ზარანიანების სახლის გარდა, მათი ჯიხურიც დაწვეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი აქ თევზს ჰყიდდა.ამ დროის მონაცემებით, დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ერთ სასტუმრო და ერთი ჯიხური. რვა აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, იგი ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ა.გ. მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია