შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ახალქალაქში კონფლიქტი დროულად ვერ შეაჩერა, რის გამოც დაიღუპა ერთი ახალგაზრდა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. „მინდა გამოვთქვა შეშფოთება „ევროპული საქართველოს“ სახელით იმ გაუგებრობაზე, იმ ქაოსზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გუშინ და მთელი წუხანდელი ღამის განმავლობაში ახალქალაქში. ამას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გვქონდა სურათი, როდესაც ახალქალაქში ათეულობით ადამიანი, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ესროდა, უპირისპირდებოდა. ეს კონფლიქტი ქალაქის ცენტრიდან გადავიდა საავადმყოფოსთან, სადაც 15 მეტრში არის უშიშროების მთავარი სამმართველო და აქ ათეულობით ადამიანი ისევ ანგარიშს უსწორებდა ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები, გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში", – აცხადებს ნადირაშვილი "ინტერპრესნიუსთან".მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, "სახელმწიფოს, მთლიანად ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა. კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“.ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია მანქანები.მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია