შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს გულიკამიდან ახალგაზრდები ახალქალაქში სასტუმრო „არტსეგის“ მეპატრონის ა.გ–ს მოთხოვნის შემდეგ ჩავიდნენ. სახლების და სასტუმროს გადაწვა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა გაირკვა, რომ ა.გ–მ მათი მეგობარი მოკლა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში გუშინ, რვა აგვისტოს მოკლული 27 წლის ბიჭს გლოვობენ. სოფელში უმეტესობას კომენტარის გაკეთება არ სურს, ვინც ინტერვიუზე დაგვთანხმდა, გვითხრა, რომ სასტუმროს მეპატრონეს შვილსა და გულიკამელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო და პერიოდულად მწვავდებოდა ხოლმე. „სასტუმროს გარდა იმ ოჯახს კაზინო და კიდევ ძალიან ბევრი ობიექტი აქვს. ერთ–ერთი ჩხუბი სწორედ კაზინოში მოხდა, როგორც ჩანს ა.გ–ს არ სიამოვნებდა გულიკამელების კაზინოში ყოფნა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა–ხოლმე. ამის გარდა ჩხუბი კიდევ მოუვიდათ სასტუმროს დაჯავშნის ამბავზეც. ხშირად იყო კონფლიქტი, მაგრამ არ მეგონა საქმე მკვლელობამდე თუ მივიდოდა“, – ამბობს ადგილობრივი მნაცაკან აივაზიანი.ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბი მაშ შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროს მეპატრონის შვილმა ა.გ–მ გულიკამელები საქმის გასარჩევად ახალქალაქში დაიბარა.გულიკამში მცხოვრები ნურა ქოსიანი იხსენებს რომ, რვა აგვისტოს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ახალქალაქში ორჯერ წავიდნენ: „დილით მთელი ახალგაზრდობა გაიკრიფა, პირველ საათზე ყველა უკან დაბრუნდა, საღამოს ისევ წავიდნენ და მერე ეს ამბავი გავიგეთ, რა მოხდა არ ვიცით, გარდაცვლილი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, ქორწილის გადახდას აპირებდნენ ორსულადაა მისი მეუღლე“.გულიკამელები ამბობენ, რომ ახალქალაქში სახლების გადაწვის მიზეზი 27 წლის ბიჭის მკვლეობა გახდა: „დაიბარა სოფლის ახალგაზრდები და ჩამოდით, თქვენთან საქმე მაქვსო. ა.გ–ს უნდა დაერტყა პირველი, ვ.მ–მ აიცილა და თვითონ დაასწრო. ა.გ–მ იარაღი ამოიღო და გულში ესროლა. ამის გამო გააგრესიულდა ხალხი და წავიდა სახლების დასარბევად. მკვლელობის შემდეგ ა.გ იმ ადგილზე აღარ იყო, როგორც ჩანს პოლიციამ მალევე აიყვანა“, – ჰყვება „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ–ერთი ადგილობრივი.ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის.მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია