შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე განაცხადა, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს. დღეს, ცხრა აგვისტოს, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთში ჩამოსული მთავრობის წარმომადგენლებიდან, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენტარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა გააკეთა.„ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, მოხდა მკვლელობა, კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა, თუმცა პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მალე ჩამცხრალიყო ვითარება. დამნაშავე დაკავებულია“,- განაცხადა სუბარმა.საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალქალაქის ინციდენტზე ჰკითხა, თუმცა მან კითხვა უპასუხოდ დატოვა. ფაქტზე კომენტარის გაკეთება არც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისურვა – „ახლა აქ ამის დრო არ არის“,- განაცხადა მან.ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის.მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. [მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია