შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარის გახსნის საზეიმო ცერემონია დასრულდა. ტაძარში მისულ მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას, მხოლოდ მაშინ მიმართეს, როდესაც ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, მათ, თხოვნით მიმართა და ამბიონზე მიიწვია. საზეიმო წირვა–ლოცვა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს ცხრა აგვისტოს კი საზეიმოდ გაიხსნა. „ახალციხეში ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, იკურთხა წმინდა შალვა ახალციხელის ტაძარი, ბევრ ქალაქს არ აქვს ეს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს და წმინდა საკათედრო ტაძარი ჰქონდეს. ასე, რომ მადლობა თქვენ ახალციხელებო, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს“,– თქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ. სასულიერო პირის განცხადებით, ტაძრის მშენებლობა ახალციხის მკვიდრის, ვასილ ივანიძის ინიციატივით დაიწყო: „როცა ეს ადგილი ვნახეთ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ აეშენებინა ტაძარი და მართლაც მშვენიერი გამოვიდა, თავად ვერ მოესწრო ტაძრის დასრულებას, მაგრამ მისი სული ახლა ხარობს. მადლობა მას და მის ოჯახს“.ტაძარში შეკრებილებს, მიტროპოლიტის თხოვნის შემდეგ, პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ მიმართეს.„ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს. რა თქმა უნდა,აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა, თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა, გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში“,– თქვა პრემიერ–მინისტრმა. „მე იმედი მაქვს, რომ ეს ტაძარი მოემსახურება, როგორც სხვა ყველა ტაძარი სულიერების განმტკიცების საქმეს. ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის გაერთიანებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მიგვიყვანს უფრო ახლოს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან და შეგვაძლებინებს მეტი სიკეთე გავაკეთოთ ერთმანეთისთვის“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მრევლს, პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ მიმართა და უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევა და მილოცვა გადასცა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლისთვის და სტუმრებისთვის ტაძრის ეზოში ტრაპეზი გაიმართა.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია