შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020
ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.08.2020 8 აგვისტოს, ახალქალაქისა და გულიკამის ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საავადმყოფოში სულ სამი პირი შეიყვანეს. მათგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. ორი კი ბინაზეა გაწერილი. როგორც ახალქალაქის საავადმყოფოში განმარტავენ, 8 აგვისტოს მათთან შეყვანილი სამი დაშავებულიდან, ერთი გულიკამის მკვიდრი 27 წლის კაცი იყო. მისი გადარჩენა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ შეძლეს.„სულ სამი შემოიყვანეს. მათგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, დანარჩენი ორი კი გავწერეთ“, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ალექსანდრ თოროსიანი.სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ კიდევ ორი დაშავებულებიდან, ერთს ტრამვა ხერხემალზე ჰქონდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და დღეს, 9 აგვისტოს საკუთარი სურვილით გაეწერა კლინიკიდან; „ეს კაცი რუსეთის მოქალაქეა და რადგან ჩვენი კლინიკა არის კერძო, უნდა გადაეხადა ყოველდღე 900 ლარი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სახლში გააგრძელოს მკურნალობა და დღეს გავწერეთ. კიდევ ერთი პაციენტი იყო, რომელსაც დაზიანება მხოლოდ ხელზე ჰქონდა, ეტყობა მუშტი დაარტყა რამე მყარ საგანს. ის მაშინათვე გაეწერა საავადმყოფოდან“, – ამბობენ კლინიკაში. ახალქალქის ცენტრალურ პარკთან დაპირისპირება გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა. ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ახალქალაქის მერიის შენობაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ ასახა. კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდება ორი მხარე ერთმანეთს, შემდეგ კი როგორ ისვრის ერთი ადამიანი მეორეს მისამართით. დაჭრილი თავისსავე ახლობლებს „ვილისის“ მარკის ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ. მკვლელობის დროს ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან. ამ დროისთვის შსს–ს მხოლოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული, კადრებში კი ჩანს, რომ ჩხუბში 50–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა ბრალდებულის სასტუმრო და ოთხი საცხოვრებელი სახლი დაწვეს, დააზიანეს ორი ავტომობილიც.ოთხი სახლიდან ორი ბრალდებულის ოჯახს ეკუთვნის.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია