შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.09.2020 დაბა ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნით მოსახლეობა შეძლებს, ერთ სივრცეში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, აიღებს საკადასტრო გეგმას და სხვა. ახალგახსნილი ცენტრი ასპინძისა და მიმდებარე სოფლების – დამალის, იდუმალას, ოშორის, რუსთავის, ივერიის, ორგორის, საყუდაბელის, ჭობარეთის, ძველის, ნიჯგორის, საროს, ხიზაბავრის, თოკის, ვარგავის, ფიის, თმოგვის, ნაქალაქევის, მირაშხანის, ხერთვისის, გელსუნდის, ტოლოშის, აწყვიტის, ოთისა და სხვათა – 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.ასპინძის საზოგადოებრი ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მერვეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურსა და ადიგენში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და მოწვეული სტუმრები.საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია