შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020
ადგილობრივებმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგეს მთავარი → სიახლე, სამართალი 16.09.2020 ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაზრის ადმინისტრაციას ორი ადგილობრივის საკუთრების, სახლისა და ავტოსამრეცხაოს წინ გაკეთებული ღობის მოხსნა მოუწევს. დღეს, 16 სექტემბერს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, ჰაიკ ვაირადიანისა და არამაის თუმასიანის სარჩელი დააკმაყოფილა. ისინი იმ გზით სარგებლობის უფლებას ითხოვდნენ, რომელიც ახალციხის ბაზარს ეკუთვნის.„დაკმაყოფილდეს სარჩელი და მიეცეთ გზით სარგებლობის უფლება, ბაზარმა ითმინოს მოქმედება მის ქონებაზე“, - განაცხადა მოსამართლემ სხდომაზე.ადგილობრივებს საკუთრებამდე მისასვლელი გზა, ბაზრის დირექტორის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მარტში ჩაუკეტეს, ავტოსამრეცხაოსთან ლოდები, საცხოვრებელ სახლთან კი ღობე გაავლეს. ამის გამო დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში სამრეცხაო დაკეტილი იყო.ბაზრის ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილება 20 დღის ვადაში ჩაბარდება, ამის შედეგ გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში.ამ საქმეზე სულ რამდენიმე სასამართლო გაიმართა. ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი ამბობდა, რომ ადგილობრივებს გზით სარგებლობის უფლებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადაუხდიდნენ.დღევანდელ სასამართლოზე კი მარიკა ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებდა, რადგან აღნიშნულ თემაზე ბაზრის ადმინისტრაციას შესაგებელი არ წარმოუდგენია.ასევე ნახეთ:როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია