შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020
‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.09.2020 ქორწილების, ქელეხების და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვამ, რესტორნების მეპატრონეებთან ერთად, ყვავილების გამყიდველებიც დააზარალა. ბიძინა გოგოლაძეს ახალციხეში ყვავილების და სადღესასწაულო ნივთების მაღაზია „ლოს ყვავილები“ აქვს. ბოლო პერიოდში 600 ლარის ყვავილი შეიძინა, თუმცა ქორწილების და სხვა ღონისძიებების აკრძალვის შემდეგ, ფიქრობს რომ გაყიდვა გაუჭირდება.„იმედი გვქონდა, რომ შემოდგომაზე მაინც შევძლებდით ნორმალურ მუშაობას, ამ დროს არის უფრო მეტი ქორწილი, სკოლაში საზეიმო ღონისძიებების აკრძალვაც ცუდად იმოქმედებს ჩვენს ბიზნესზე“, – ამბობს იგი.გოგოლაძე ფიქრობს, რომ რეგულაციების გამკაცრება იმაზე მძიმე შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო.„ფლორისტები საფრთხის წინაშე ვართ, შეიძლება ამდენი წლის საქმე სრულიად გაგვიჩერდეს. იწელება დრო, მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგამს არ ვიცი. შემომტანებიც ცდილობენ რომ ცოტა შემოიტანონ, რეალურად ყვავილების დეფიციტი ჩნდება ბაზარზე, ეს კი ფასების გაზრდას იწვევს“, - ამბობს გოგოლაძე.მეყვავილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ, წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა, ეს კი მათ ნაკლებად დააზარალებდა, რადგან დიდი ოდენობით ყვავილებს აღარ შემოიტანდნენ გასაყიდად.„ამდენი ხანი გაჩერებულები ვიყავით, ახლაც ორ კაპიკს ვშოულობთ და არ ვიცი რა იქნება. ოჯახში არავინ მუშაობს, ეს იყო ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. იცით რომ ყვავილებს დიდხანს ვერ შევინახავთ, გადაყრა მოგვიწევს“, - ამბობს ახალციხის ბაზარში ყვავილების გამყიდველი.ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაციები ისევ გამკაცრდა. აიკრძალა ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე კი 200–ზე მეტი ადამიანის დასწრება არ შეიძლება.ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მალევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, დაიხურა სურსათის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი, რესტორნები და ბაზრობები. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი.მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე, მაღაზიებმა და სხვა სავაჭრო ობიექტებმა სრული დატვირთვით მუშაობა მხოლოდ სამი თვე შეძლეს. [მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია