შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2020
აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 12.10.2020 დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკები კეთდება, არსებულს კი რეაბილიტაცია უტარდება. ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, 37 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო სტანდარტის ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. ბილიკის მოსაწყობად 350 000 ლარი დაიხარჯება."ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები, მოეწყობა ეკოტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილში, ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება იმოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ქართული ბუნება“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.ახალ წრიულ ბილიკზე მოგზაურობა აბასთუმნის სარეინჯეროდან დაიწყება, გადაინაცვლებს მთა დიდმაღალზე და მთა ნასაბაჯვარს გადაკვეთს. საშუალო სირთულის, 37 კილომეტრიან ბილიკზე მოგზაურობა როგორც ფეხით, ისე ცხენით იქნება შესაძლებელი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია